რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ქართველი ბიზნესმენის მიერ მეგობარი ქალის ცემის ფაქტზე
1745612365
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები ოკუპანტების მოწამვლას განაგრძობენ.
ამჯერად სამხედროები ალკოჰოლური სასმელით მოწამლეს.
„უკრაინელები ოკუპანტებს ყველა საშუალებით ებრძვიან. ჩვენი მონაცემებით, იზიუმის რაიონის მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მესამე მოტომსროლელი დივიზიის შემადგენლობას მოწამლული ღვეზელებით გაუმასპინძლდნენ.
მესამე მოტომსროლელი დივიზიის 500 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში უცნობი წარმომავლობის ალკოჰოლით მოწამლული წევს,“ - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა ბებომ 8 ოკუპანტი ღვეზელებით მოწამლა.