„ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა“ - რა ინფორმაცია ვრცელდება კაცზე, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა

პოლიცია ლენტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილობრივების თქმით, ქმარი დანაშაულის ჩადენის შემდეგ რამდენიმე საათით მიიმალა. თუმცა პოლიციამ გამთენიისას დააკავა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.