1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კახეთში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ცხედარი კი მდინარეში ჩააგდეს. უზბეკეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დაკავებული 60 წლის კაცი გაბრიელ ხოხობაშვილია, სოფელ მატანიდან.
თვითმხილველების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. ადგილობრივების თქმით, ქალი კაცთან წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ხოხობაშვილი ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია და ადვოკატის შესვლას ელოდება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „შვიდჯერ მომხვდა დანა და მაინც მე დამსაჯეს... - ავთანდილ ხურციძე რთულ წლებზე და მოგებულ პროცესზე