მკვლელი ქოლესტერინი - ვისთვის არის საშიში და როგორ ვებრძოლოთ მისგან გამოწვეულ პრობლემებს

ქოლესტრინი

ქოლესტერინი ეს არის ბუნებრივი ცხიმოვანი მასა. არსებობს „ცუდი“ და „კარგი“ ცხიმები. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები, რომელსაც შემოკლებით LDL-C ეძახიან, ის თუ სისხლში დიდი რაოდენობით არის, სისხლძარღვებში იწყებენ მიმაგრებას და სისხლის მოძრაობას აფერხებენ.

მისი სისხლძარღვთა სისტემაში დაგროვება კი იწვევს სხვადასხვა პრობლემებს, ერთ-ერთი ასეთი მიოკარდიუმის ინფარქტია, რომლის განვითარების შემთხვევაში სიკვდილიანობის რისკი მაღალია.

ასევე, იწვევს თავის ტვინის ინსულტსა და მუცლის აორტის დაავადებას. რაც შეეხება „კარგ“ ცხიმებს, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებს (HDL-C), ჯანმრთელ ადამიანში ეს ცხიმები მაღალი უნდა იყოს, რადგან სისხლძარღვებს იცავს ცხიმოვანი ფოლაქებისგან. ასე რომ, „ცუდ“ ცხიმებს უნდა ებრძოლოს „კარგმა“.

ქოლესტერინს უნდა ვებრძოლოთ და ვუმკურნალოთ სამი ძირითადი მიმართულებით. პაციენტმა აუცილებლად უნდა შეცვალოს ცხოვრების წესი. თუ სიგარეტს ეწევა, აღარ უნდა მოწიოს, ასევე, თუ უმოძრაო ცხოვრებით ცხოვრობს, უნდა იმოძრაოს და თუ ბევრ სასმელს სვამს, რა თქმა უნდა, აღარ უნდა დალიოს. მკაცრად უნდა დაიცვას დიეტა და აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით. ასე რომ, ყველამ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები.

– რატომ სუქდებიან ბავშვები?

– ეს ყველაფერი თავის ტვინიდან მოდის. მადის ცენტრი თავის ტვინშია და როცა ბავშვებს ჭარბი წონის პრობლემა აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაღიზიანებული აქვთ ეს ცენტრი. სულ უნდათ, რომ ჭამონ. დედებმა ჯერ კიდევ ორსულობის დროს უნდა მიაქციონ ყურადღება ნაყოფის განვითარებას. როდესაც ნაყოფი ოთხ კილოგრამზე მეტი იბადება, მათ უმრავლესობას მომავალში სიმსუქნე ემუქრებათ, სიმსუქნე სხვა გამომწვევ დაავადებებთან ერთად დიაბეტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

– რა იწვევს ქოლესტერინის მატებას?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა შესაძლებელია იყოს პირველადი და მეორადი მიზეზებით გამოწვეული. პირველადად მისი დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა რისკ–ფაქტორებმა როგორიცაა: ასაკი (ძირითადად 40 წელს ზემოთ), სქესი (მამაკაცებში უფრო ხშირია), გენეტიკური განწყობა (ოჯახური ანამნეზი), თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, არასწორი კვება, უმოძრაობა. მეორადად შეიძლება განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.

– რა საფრთხეს გვიქმნის ქოლესტერინის ცვლის დარღვევა?

– ქოლესტერინის ცვლის დარღვევა (იგულისხმება ცუდი ქოლესტერინის სიჭარბე და/ან კარგის დაქვეითება) იწვევს ათეროსკლეროზს. ამ დროს სისხლძარღვის კედელზე წარმოიქმნება ე.წ. ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც ხელს უშლის სისხლის განვლადობას, ზრდის გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს.

– რომელი პროდუქტი შეიცავს ბევრ ქოლესტერინს და რომელზე უნდა შეიკავოს თავი ადამიანმა?

– უნდა მოერიდოთ ცხიმიან ხორცს, საქონლის ტვინსა და შინაგან ორგანოებს, ასევე ძეხვეულს, არ ვარგა ბევრი პურის ჭამა, აუცილებლად უნდა აღკვეთოთ ზედმეტი მარილის მიღება. რაც შეეხება ტკბილეულს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ძალიან უყვართ კრემიანი ნამცხვრები, ტორტი და ასე შემდეგ, უარი უნდა თქვან ამ სიამოვნებაზე, რადგან ამ პროდუქტებში დიდი რაოდენობით შედის ქოლესტერინი. ასე რომ, შეიყვარეთ ხილი და ბოსტნეული.

შესაძლებელია იყოთ გამხდარი და გქონდეთ ქოლესტერინის საშიში დონე?

შესაძლებელია. ჭარბი მასის მქონე ადამიანებს უფრო აწუხებთ ქოლესტერინთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ გამხდარი ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ გაჯერებულ ცხიმებზე, რომელსაც ისინი ჭამენ.

ისინი ფიქრობენ, რომ ისედაც გამხდრები არიან და რაც მოესურვებათ იმის ჭამა შეუძლიათ, რაც არაა სწორი მიდგომა.

5 საკვები, რაც გაგიუმჯობესებთ ქოლესტერინის დონეს

თევზის ქონი

ის შეიცავს პოლიგაუჯერებელ ცხიმებს, განსაკუთრებით კი ომეგა3-ის ცხიმებს, რაც ძალიან კარგია თქვენი გულისთვის. ყველა პოლიგაუჯერებელ ცხიმს შეუძლია თქვენი LDL-ის დონე შეამციროს,  HDL-ის დონის შეხების გარეშე.

ომეგა 3-ს შეუძლია გულის შეტევისა და ინსულტის რისკების შემცირება. ასეთი თევზებია: სკუმბრია, სარდინიები, ორაგული და ტუნა (ახალი და არა დაკონსერვებული).

შვრია

მარცვლეული და სხვა საკვები, რომელიც მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით, საგრძნობლად ამცირებს LDL ქოლესტერინის დონეს. შვრიის გარდა, სასარგებლოა ქერი, მარცვლეული, ბადრიჯანი და ტკბილი კარტოფილი.

ზეითუნის ზეთი

მცენარის ზეთების უმეტესობა საუკეთესო წყაროა ჯანმრთელი, უჯერი ცხიმების.

ზეთისხილის და რაფსის ზეთი შეიცავს უფრო მეტ მონოუჯერ ცხიმებს ვიდრე სიმინდი, მზესუმზირა და სოიოს ზეთები, ისინი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმებით. ნაჯერი ცხიმების (მაგ: კარაქი), უჯერი ცხიმებით ჩანაცვლება დაგეხმარებათ LDL ქოლესტერინის დონის შემცირებაში.

ავოკადო

ინსტაგრამის რჩეული სკავები, არა მხოლოდ ფოტოებში გამოიყურება კარგად, არამედ სასარგებლოცაა და ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ის შეიცავს კალიუმს, რომელიც აკონტროლებს სისხლის წნევას, რაც თავის მხრივ ამცირებს გულის დაავადებების რისკს მამაკაცებში.

თხილი

ყოველდღე თხილის ერთი შეკვრით წახემსება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს თქვენს გულის სიჯანსაღეს, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით უჯერ ცხიმებს. ამ ტიპის ცხიმების მირთმევა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, კარგი ქოლესტერინის გაზრდის ხარჯზე.