პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კურიერის" ინფორმაციით, ძმები კაკულიები გუშინ გვიან ღამით, ორთაჭალაში ნაქირავებ ბინაში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავების ოპერაცია სწორედ ამ სახლში ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
უფლებადამცველი, პაატა მეხრიშვილი ამბობს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და საქმის დეტალებს არ იცნობს.
„ვერ გეტყვი მანამდე, სანამ არ გავერკვევი, გავერკვევი და გეტყვით, რა პრობლემაა. წარმოდგენა არ მაქვს, პირველად თქვენგან მესმის ახლა," - ამბობს ადვოკატი.
ძმები კაკულიების სახელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.