პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი ყუფარაძეს კრიმინალურ წრეებში „ბეტონას“ მეტსახელით იცნობენ. მას საქართველოს პროკურატურამ ბოლო ბრალდება დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობისთვის დაუსწრებლად წარუდგინა.
მკვლელობა 2014 წელს მოხდა, თუმცა საქმე გახსნილად 2016 წელს გამოცხადდა. ეს მაშინ, როცა 571 აბი სუბოტექსით ხელში დანაშაულის თანამონაწილე ვასილ გოშაძე დააკავეს. მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სამუდამო სასჯელს გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია და სამართალდამცველებს გურამ კვეზერელის ცხედრის ადგილმდებარეობა და მკვლელობის მთავარი ფიგურანტი – გიორგი ყუფარაძე დაუსახელა.
ამის შედეგად გოშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და უვადო პატიმრობის ნაცვლად, მხოლოდ 14-წლიანი სასჯელი აკმარეს. მის მიერ მხილებული ყუფარაძე კი იმ დროისთვის საქართველოში უკვე აღარ იმყოფებოდა. ის ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე 2016 წლის აპრილში საბერძნეთში დააპატიმრეს და ორწლიანი საექსტრადიციო პატიმრობის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს.
2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი – 1986 წელს დაბადებული გურამ კვეზერელი გაუჩინარდა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი კასრში მოათავსეს, სპეციალური მჟავა დაასხეს და აგარაკის ეზოში ჩამარხეს. განაგრძეთ კითხვა
ასევე დაგაინტერესებთ:
⇒ ფულადი დახმარების ოდენობა ერთჯერადად, შეადგენს 500 ლარს - ნახეთ, ვინ მიიღებს მერიისგან ამ თანხას
⇒ „დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება“ - გაფრთხილება მძღოლებს
⇒ ქართველი სერიული მკვლელები - სკანდალური საქმეების დაუჯერებელი დეტალები
⇒ რა ემართება სულს, გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს - სასულიერო პირების მოსაზრება