„დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1500 და 3000 ლარი გახდება“ - გაფრთხილება მძღოლებს

მძღოლი

ავტომობილის მძღოლები ხილული გამონაბოლქვისთვის დაჯარიმდებიან. პარლამენტში მესამე მოსმენით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მიიღეს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 4 სექტემბრიდან შევა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ტარიელ ირემაძის განცხადებით, განსაზღვრულია ჯარიმების ოდენობა და განმეორებითი დარღვევის ვადები.

„საჯარიმო სანქციები ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 500 ლარით განისაზღვრა, თუმცა კანონში უკვე არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ 15 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და 300 და 1500 ლარი გახდება. ასევე, 15 კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა გაორმაგდება და იქნება ფიზიკური პირებისთვის 600, იურიდიული პირებისთვის კი – 3000 ლარი“, – აღნიშნა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კანონი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის მონიტორინგს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ითვალისწინებს. ირემაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდება 10 ეკიპაჟი, რომელიც ჩამოთვლილ 4 ქალაქში გადანაწილდება და ავტომობილებს სპეციალური გამზომი ხელსაწყოებით შეამოწმებს, რომლებიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობას ზომავს.

ასევე ნახეთ:

ფულადი დახმარების ოდენობა ერთჯერადად, შეადგენს 500 ლარს - ნახეთ, ვინ მიიღებს მერიისგან ამ თანხას

ზაფხულში მანქანაში ეს ნივთები არ დატოვოთ - რჩევა

ემუქრება თუ არა საქართველოს სიცხის ციკლონი - განგაშის წითელი დონე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა

VIDEO: ქობულეთში მოქალაქე დახრჩობას გადაარჩინეს

როგორ გავაგრილოთ სიცხეში სახლი კონდენციონერის გარეშე?