"სექსუალურ კავშირს ჩვენს თვალწინ ამყარებდნენ... " - ძალადობის მსხვერპლი ბიჭის შემზარავი ამბავი
1747806141
გლდანში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 27 წლის მოკლული ქალის ძებნაში თავად მკვლელიც აქტიურად მონაწილეობდა. ამის შესახებ გარდაცვლუილის ახლობლები ჰყვებიან.
ყოფილი მეუღლის სასტიკი მკვლელობისთვის 31 წლის ნიკა ლაჩაშვილია დაკავებული.
ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, მოკლული ქალის ცხედარი კი ორი დღის განმავლობაში მანქანის საბარგულში ჰქონდა გადამალული, შემდეგ კვალის გადამალვის მიზნით გვამი გლდანის ხევში გადააგდო.
მოკლული ქალის მეგობრებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, რაც ის რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო. პოლიცია დამნაშავის კვალზე მას შემდეგ გავიდა, რაც 27 წლის ქალის დასახიჩრებული ცხედარი ხევში გამვლელებმა შემთხვევით ნახეს.
ნიკა ლაჩაშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ახლგაზრდა კაცს უვადო პატიმრობა ემუქრება.