როდემდე შენარჩუნდება ქვეყანაში უამინდობა - სინოპტიკოსის პროგნოზი
1715082570
სასტიკად მოკლული 27 წლის გოგოს ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მარიტა მაზიაშვილის ახლობლები ჰყვებიან, ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადამალა, სახლიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა.
ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც 27 წლის გოგოს, ოჯახი და მეგობრები ყველგან ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.
„მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.