რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

მკვლელობა

ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ჯერ თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადამალა, სახლიდან სამი დღის წინ გაუჩინარდა.

ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც 27 წლის გოგოს, ოჯახი და მეგობრები ყველგან ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.

„მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

ადვოკატის განცხადებით, პირს, რომელმაც თბილისში ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდომ ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე განცხადებით, დაკავებული ორი კვირის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული და ასევე, სისტემატურად იღებდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს.

„ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები, ძალიან მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული ორი კვირის განმავლობაში, იქ გადიოდა მკურნალობას და სისტემატურად სვამდა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს“, - განაცხადა ლევან მარსაგიშვილმა.