Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730580111
საშიშ დამნაშავედ გამოცხადებული ქემერონ სთენდჰართი, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ექსტრადირებულია. 31 წლის მამაკაცი, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა, სასჯელს ამერიკის ციხეში მოიხდის. ცნობილი გახდა, რომ თბილისი საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულის ამერიკაში ექსტრადიციის შესახებ, დააკმაყოფილა.
სთენდჰართზე წითელი ცირკულარით ძებნა 2023 წლის ზაფხულში გამოცხადდა. ორით თვით ადრე, მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ის თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იმალებოდა. ქართველმა სამართალდამცველებმა ის მალევე იპოვეს და აიყვანეს. სპეცოპერაცია სპორტულ დარბაზში ჩატარდა. დაკავებული ექსტრადიციამდე პენიტენციურ დაწესებულებაში იყო მოთავსებული და მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა.
ამერიკის შესაბამისი ორგანოები ქემერონ სთენდჰართს 11 მძიმე დანაშაულში სდებენ ბრალს. გამოძიების ვერსიით, 31 წლის მამაკაცი ბრალდებულია, 2017-2021 წლებში, არასრულწლოვანების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში. ასევე - ოჯახის წევრებზე თავდასხმაში. ირკვევა, რომ სთენდჰართი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრიც იყო. დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ბრალი დოკუმენტების გაყალბების, თაღლითობისა და ქურდობისთვის.
ძებნილი პირის ამერიკისთვის გადაცემის საკითხზე ქართული მხარე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად მუშაობდა. საექსტრადიციო პროცედურები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქემერონ სთენდჰართის ექსტრადიცია გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე მოხდა. 31 წლის სტენდჰართის დასაკავებლად, 3 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, ამერიკის საელჩომ, მაშინ ქართველ სამართალდამცველებს მადლობაც გადაუხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვისთვის იქნება იღბლიანი წელი - ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ახალი კანონით, სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალება