ტრაგედია რუსთავში - ვინ არის დაღუპული 24 წლის ბიჭი

ამერიკის პოლიცია

24 წლის რუსთაველი ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს და გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა, ალექსანდრე გელაზონიაა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გაგარინის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირების ზუსტ მიზეზებთან დაკავშირებით ვერავინ საუბრობს, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის დამ უთხრა, ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა 2 ადამიანი, შემდეგ კი ერთ-ერთი გაეკიდა და ახალგაზრდას ცივი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენა.

მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე დაოჯახებული არ იყო, თუმცა მას საცოლე ჰყავდა და უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებდა.

შეგახსენებთ, 24 წლის ბიჭი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, გუშინ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.