1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნინი გიორგაძე სტენფორდის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ხუთწლიან სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახალგაზრდა თავად ავრცელებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ცხოვრებაში: სრული დაფინანსებით (წელიწადში $43,000) და მაქსიმალური სტიპენდიით (წელიწადში $51,600) ჩავირიცხე სტენფორდის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) სადოქტორო პროგრამაზე.
ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობა, დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი, მივიღო საუკეთესო განათლება და გამოცდილება ინჟინერიის დარგში. ჩავატარებ კვლევას განახლებადი ენერგიების (Renewable Energy) მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი და გულწრფელი სურვილი, რომელმაც განაპირობა სადოქტორო პროგრამაზე ამ განხრით ჩაბარებაც, არის მიღებული გამოცდილება გამოვიყენო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში.
ამ წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც მგულშემატკივრობდა და დაუღალავად მეხმარებოდა მიზნის მიღწევაში.“ - წერს ნინი გიორგაძე.