პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ, ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან გირაოს ითხოვდა.
სახელმწიფო ბრალდებამ, სასამართლოს წინაშე, ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, რაც მიმალვის, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით დაასაბუთა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობას, მხოლოდ მიმალვის საფრთხის ნაწილში არ დაეთანხმა, ბრალდების პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებულმა , სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, მომხდარი არ ახსოვს.
შეგახსენებთ, შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 26 ოქტომბრის ღამეს მოხდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმამ საკუთარ დას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის, 11, 117- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობით დასრულებულ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.