თბილისში, აქციაზე პარლამენტის წინ დაკავებული ხუთი პირი გაათავისუფლეს

აქცია

თბილისში, პარლამენტის წინ დაკავებული ხუთი პირი, ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ედუარდ მარიკაშვილმა, საბა ბრაჭველმა და ნიკოს რომანაძემ, თელავის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან განთავისუფლდაპარლამენტის წინ დაკავებული ორი პირი, ნოდარ სიხარულიძე, და გრიგოლ ფრანგიშვილი.

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა ნიკა რომანაძემ განმარტა, რომ გადაცდომა არ ჩაუდენია და ის უკანონოდ დაიჭირეს.შეგახსენებთ, ხუთივე პირი, 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.სართალდამცველები ხუთივეს ადმინისტრაციულ გადაცდომას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.