თამთა მეგრელიშვილი: სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო, რადგან მან გაბედა და ის ამხილა უამრავ დარღვევაში

თამთა მეგრელიშვილი

„სულხან მოლაშვილის წამება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ვერდიქტი!“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

ექსპერტის თქმითვე, მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო, რადგან მან გაბედა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის კორუფციაში ამხილა.

„პერიოდი სულხან მოლაშვილის დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.

ის იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი, რადგან მან გაბედა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის დროს შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც უამრავი დარღვევები აღმოაჩინა და ის დაუფარავად ამხილა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2014 წელს დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა.

ამ საქმეში სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებული იყო შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და პირად ანგარიშსწორებასთან.

ციხეში მისი წამებით რომ ერთობოდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები ამას სულხან მოლაშვილი თავადაც ადასტურებდა და მეტიც ის პირადად ასახელებდა პირებს ვინც მის წამებას ორგანიზატორობდნენ და ესწრებოდნენ, მათ შორის იყო გიგა ბოკერიაც.სულხან მოლაშვილის წამება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ვერდიქტი!სისტემის სახე და მაშინდელი მძიმე რეალობა.სულხან მოლაშვილი არის და დარჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.