დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
უწყების თანამშრომელთა მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს გამოვლენილი იქნა ქ. თბილისში ფუნქციონირებადი ე.წ. სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.
ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებული იქნა „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონებები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სასამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
ასევე ნახეთ:
დღეიდან 600 და 1500 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს - საყურადღებო ინფორმაცია
VIDEO: სტიქიის უმძიმესი კადრები - ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ ტაივანს გადაუარა