ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს:
„მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სპეციალური პენიტენციური სამსახური შპს „ილი ჯგუფის“ მიმართ ჯარიმის დაკისრების შესახებ ინფორმაციას მალავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია კვების ინსპექტირების კომისიები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს. არ დაფიქსირებულა პატიმრების საკვებით მოწამვლის ან, მით უმეტეს, მასიურად მოწამვლის ფაქტი.
რაც შეეხება, შპს ,,ილი ჯგუფთან“ ხელშეკრულების შეწყვეტას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თითოეული დაკისრებული ჯარიმა კომპანიის მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და სპეციალური პენიტენციური სამსახური სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.