„ბევრი ჭორი აგორდა...“ - ვინ არის მარიამ შუკაკიძის რჩეული და სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი

მარიამ შუკაკიძე

ბათუმელმა ინფლუენსერმა მარიამ შუკაკიძემ გამომწერების კითხვებს უპასუხა და ახალი ურთიერთობის შესახებ საინტერესო დეტალები გაამხილა.

მარიამის თქმით, მისი რჩეული მასზე 4 წლით პატარაა და თებერვლიდან ერთად ცხოვრობენ.

მარიამი იხსენებს, რომ 2024 წელს მძიმე ავარიაში მოჰყვა. სწორედ მაშინ გამოიჩინა მის მიმართ მომავალმა რჩეულმა ყურადღება და გვერდით დაუდგა.

წყვილს დუბაიში ბინა შეიძინა, თუმცა ჯერ საცხოვრებლად არ გადასულან.

მარიამმა ყოფილ მეუღლეზე, დავით ბოლქვაძეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დაშორების მიზეზების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა, თუმცა, ღალატი არ ყოფილა  უბრალოდ, ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ. ამჟამად კი მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 

✕