„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1762171391
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთში, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული თევზის სახეობა - ზუთხი მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე, ხის ნავიდან, 35 ერთეული ანკელარის გამოყენებით მოიპოვა.
ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად, გარემოს 6 500 ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა.
ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი.