1732386875
სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - დაჭრილი ბიზნესმენი და დაკავებული პარტნიორი
ვაკეში 38 წლის ბიზნესმენის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იურიდიულ ფირმასთან გუშინ მომხდარი შემთხვევიდან მალევე აიყვანეს.
დაჭრილი ტატო გურგენიძე, რომელიც სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა, ამ დრომდე კლინიკაშია. მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება. უკვე გამოიკითხნენ მოწმეები. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „გაქვთ შანსი, საინტერესო პარტნიორი გაიცნოთ“ - რას გიმზადებთ 28 ივლისი
👉 ის ჯგუფურად გააუპატიურეს, 40 დღე აწამეს და მოკლეს - ჯუნკო ფურუტას საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა