ქუთაისელი გოგოს, იგივე „კაკუს“ მძიმე ცხოვრება და პოპულარობა სოცქსელში - „ქუჩებში მანქანებიდანაც მისიგნალებდნენ, ყველა მცნობდა“

ქეთი ქველაძე

სანამ ტიკტოკი და ფეისბუკი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა და სანამ სლენგი - ბლოგერი და ინფლუენსერი დამკვიდრდებოდა,  ქართველები Одноклассники-სა და Youtube-ს საკუთარი თავების წარმოსაჩენად აქტიურად იყენებდნენ.

წლების წინ, სწორედ ამ ორ პლატფორმაზე გამოჩნდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირიც. ქეთი ქველაძე სოციალური ქსელის მომხმარებელმა 17-18 წლის ასაკიდან გაიცნო.

მისი კონტენტი, განსაკუთრებით იმ დროს, საკმაოდ თამამი იყო და რა თქმა უნდა, ქუთაისელი გოგოს, მეტსახელად კაკუს გარშემო დიდი აჟიოტაჟი ატყდა.

ქეთის ვიდეოების გადაღებაში ეხმარებოდა „ბებო“, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ბებო, რელაურად დედა ყოფილა.

დღეს უკვე თავად სამი შვილის დედა, ძლიერი და საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ქალია. დანარჩენს თავად მოგვიყვება.

ქეთი ქველაძე:  „პირველად ოდნაკლასნიკებზე“ დავდე ვიდეო, გამოხმაურებას არ ველოდი, უბრალოდ ჩემთვის ვერთობოდი, თუმცა, ახლა გახსენება არ მინდა (იცინის). მეორე დღეს, ქუჩაში ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემი ვიდეო ნახეს. თავიდან მეუხერხულებოდა, შემდეგ გამიტკბა. ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ყოფნა და აქტიურად გამოჩენა მიყვარდა. ყურადღების მიქცევის მიზნით რაღაცების გადაღება დავიწყე, არ ვფიქრობდი, რომ ამას შეიძლება უარყოფითიც მოჰყოლოდა. კრიტიკა არ მაინტერესებდა, მთავარი იყო, „ჩემი პოპულარობა“ დიდხანს გაგრძელებულიყო.

ბავშვობაში კაკუს მეძახდნენ. ბათუმში, მეგობრებთან ერთად ვიყავი და ერთ-ერთმა წამომაძახა, რას დაკაკუნობო. იმის შემდეგ დამერქვა და ხალხმაც აიტაცა. დღემდე, როცა ქუჩაში მხვდებიან, მეკითხებიან, შენ ხომ კაკუს გეძახდნენო... განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ:

ლევან დობორჯგინიძე საბედისწერო ტრავმით – რა უამბო მსახიობმა „პრაიმტაიმს“ წლების წინ (ინტერვიუ არქივიდან)

„რა მწარე ხარ! დღეს ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი!“ - მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა

„აწი სულერთია ყველაფერი... ყველაზე უბოროტო კაცი იყავი“ - ახალგაზრდა მსახიობს მეგობრები გლოვობენ

“იქ ზევით გავაგრძელებთ თეატრს... როგორ დავიჯერო ეს რეალობა" - რას წერენ ლევან დობორჯგინიძის მეგობრები