1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვაკეში 38 წლის ბიზნესმენის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, იურიდიულ ფირმასთან გუშინ მომხდარი შემთხვევიდან მალევე აიყვანეს.
დაჭრილი ტატო გურგენიძე, რომელიც სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა, ამ დრომდე კლინიკაშია.
მას ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება.
უკვე გამოიკითხნენ მოწმეები. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1732393264