ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
,,ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს“ - ამის შესახებ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ის პროცესებზე მხოლოდ საკუთარი შვილის მოსანახულებლად დადის.
,,მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებზე ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ. დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს.
რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, გუშინდელს თუ ხვალინდელს – ჩემთვის ეს ყველაფერი ერთია, ერთი დიდი უსამართლობა“, – განაცხადა ალასანიამ.