პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცი, მარტო მე კი არა, ექიმებმაც არ იციან“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნა შეტანილია და განხილვის პროცესშია.
„ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი არ ვიცი, მარტო მე კი არა, ექიმებმაც არ იციან. გარდა იმ ექიმებისა, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან, სხვებს მასთან არ უშვებენ. პირადი ექიმი, რომელიც საგანგებოდ ჩამოსულია იმისთვის, რომ მის გვერდით იყოს, უკვე ერთი თვეა, აღარ არის მის გვერდით და არანაირ ინფორმაციას არ იღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოთხოვნა შეტანილია და განხილვის პროცესშია, რამდენი წელი უნდა იყოს განხილვის პროცესში არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.