1733342735
შსს-ში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია შევიდა. პარტია „დროას“ ოფისში სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა გვარამიასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გვარამია სამართალდამცველებმა დააკავეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.