შსს-მ მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

მკვლელობა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ გვიან ღამით მარნეულში, მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნა. 

დაკავებულია შუახნის მამაკაცი.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები ცივი იარაღით აღენიშნებოდა. 

,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.