„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?“ - ასტროლოგი ტოქსიკურ ურთიერთობებზე

ტოქსიკური ურთიერთობა

ასტროლოგი რამაზ გიგაური სვამს აქტუალურ კითხვას, რატომ უყვარდებათ ადამიანებს ისეთი მეორე ნახევრები, ვინც მათ ფსიქოლოგიურად ანგრევს.

„რატომ გვიყვარდება ის, ვინც გვანგრევს?

„ის კარგი ბიჭია, მაგრამ... არ მიზიდავს. აი, ის მეორე კი — ვიცი, რომ დამღუპავს, მაგრამ უმისოდ ვერ ვსუნთქავ...“

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი მთავარი ძალა მართავს: ეროსი (სიყვარული/სიცოცხლე) და თანატოსი (სიკვდილი/ნგრევა). პარადოქსი ისაა, რომ ხშირად ჩვენ ამ ორს ერთმანეთში ვურევთ.

რატომ ხდება, რომ რაციონალურად გვინდა სიმშვიდე, ბედნიერება და სტაბილურობა, მაგრამ ქვეცნობიერად მაგნიტივით გვიზიდავს საფრთხე, დრამა და „ემოციური სიგიჟე“?

რატომ გვეჩვენება მშვიდი ურთიერთობა „მოსაწყენად“, ხოლო ტოქსიკური — „ნამდვილ სიყვარულად“?

ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ფსიქოლოგიაში არ არის, ის ჩვენს ვარსკვლავებშიც წერია.

დღეს განვიხილავთ ფენომენს „ეროსი და თანატოსი“ — როცა სიყვარული და სიკვდილის ინსტინქტი ერთმანეთში იხლართება.

სტატიაში წაიკითხავთ:

ფსიქოლოგიური ხაფანგი: რატომ აღიქვამს ტვინი მშვიდ პარტნიორს „უინტერესოდ“, ხოლო სადისტს — „მხსნელად“?

ასტროლოგიური „დამნაშავეები“: გაქვთ თუ არა რუკაში ვენერა-პლუტონის ან ვენერა-ურანის ასპექტები? (ეს „საშიში კავშირების“ კლასიკური ხელწერაა).

იუნგის „ჩრდილი“: რატომ გვიყვარდება ის, ვინც ჩვენს აკრძალულ, „ბნელ“ მხარეს ატარებს?“,- წერს რამაზ გიგაური. 

წაიკითხეთ სტატია სრულად: