პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
ე.წ ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღინისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილი 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, ნაწილი - აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.
კილონახევარი ყალბი ოქროს მონეტებისა და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. ბრალდებულები სამართალდამცველებმა აჭარაში, თბილისსა და რუსთავში აიყვანეს, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ 2 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაცვის მხარის ადვოკატები.
„მოსამართლის გადაწყვეტილებას შევაფასებ ისე, რომ ფაქტობრივად ადვოკატების პოზიციას იგნორი გაუკეთა, ფაქტობრივად არაფერი არ განხილულა რომ ვთქვათ მუხრან მაჭავარიანის - საბასი არ იყოს შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდიაო ზუსტად ასე გამოვიდა “, - განაცხადა ადვოკატმა, ლალი ბუნტურმა.