პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოდან გაუჩინარებული 22 წლის ლიკა გიორგობიანი, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ აჭარაში იპოვა, სახლიდან გარკვეული პროტესტის გამო წავიდა.
ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ოჯახის ახლობელი ესაუბრა.
"რადგან, ლიკას დედის facebook პოსტებიდანაც ნათლად იკითხებოდა, რომ სახლიდან ის მიზანმიმართულად წავიდა, ვიტყვი დაახლოებით, რა გახდა ამის მიზეზი... დეტალების დაკონკრეტებიდან თავს შევიკავებ.
ლიკა ოჯახის წევრებთან გარკვეული პროტესტის გამო წავიდა. მასზე არავის უძალადია. ძალიან თბილი და მზრუნველი მშობლები ჰყავს, მაგრამ ალბათ, როგორც ყველას ცხოვრებაში ხდება, თაობებს შორის არის მიუღებელი ფაქტორები და მიზეზიც ეს გახდა.
დედამ იცოდა, რომ ის თავს არ მოიკლავდა, რადგან სახლიდან ტანსაცმელი წაიღო. საბედნიეროდ, ის ახლა, ცოცხალი და უვნებელია.
ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება." - ამბობს ოჯახის ახლობელი.
ამ ინფორმაციის გადამოწმება "პრაიმტაიმმა" ლიკას ოჯახთან სცადა, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს და შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
ცნობისთვის, 22 წლის ლიკა გიორგობიანი 8 დღიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ იპოვა.
გოგონას პოვნის ფაქტი "პრაიმტაიმს" შსს-ში დაუდასტურეს.