შემზარავი ფაქტი კახეთში - 25 წლის კაცმა 13 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა - დაკავებული ნათესავია

ბავშვზე ძალადობა

კახეთში არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით, 25 წლის კაცია დაკავებული. გამოძიების მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

იქვე ქირით მცხოვრები, 25 წლის ნათესავი მამაკაცი, გოგონასთან სისტემატურ სქესობრივ კავშირს ამყარებდა.

დაკავებულისა და გოგონას ურთიერთობის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანი სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას აცნობა. გოგონას ოჯახს მედიასთან საუბარი არ სურს და გამოძიების დასრულებას ელოდება.

მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა, ხოლო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ: VIDEO: ხალხი „ლომკაშია“ და იმათ დასდევ ფული მომეციო... ტონი შეარჩიე და ისე მოყევი - შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს