რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
პედოფილიის კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი გორში - გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. კურიერის ინფორმაციით, 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბაბუის ძმაა. მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია მოზარდმა გაამხილა.
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ძალადობითა და მუქარით რამდენჯერმე მოხდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.