1740399858
სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - რას ამბობს ბრალდებულის დედა

ხონის მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
მხარეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო. როგორც დაკავებულის დედა იხსენებს, გარდაცვლილი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა.
ბრალდებულმა დაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და მეზობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლითაა დაწყებული.
ასევე ნახეთ:
„რა მწარე ხარ! დღეს ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი!“ - მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა
რა სიმპტომები აქვს ახალს ვირუსს - მსოფლიოს კოღოებით გადამდები "დენგე" ემუქრება