„გუშინ ღამე გამო ბევრი ვიდარდე... ნეტავ შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“ - გივიკო დიდია ნათელა ბებოზე გვიყვება

გივიკო

ბლოგერი, გივიკო დიდია, უსაყვარლეს ნათელა ბებოზე სოციალურ ქსელში წერს. 

„არ ვიცი არსებობს თუ არა, ბებიეს თვალებზე ან ზოგადად, მოხუცზე უფრო სევდიანი რამ. ნათის ვკითხე: ნენა რაზე ფიქრობ-თქო და ხაჭაპურზეო მითხრა – მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო.

გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე. ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ. არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი. ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო.

არცერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს. განიცდის. მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო ... პ.ს ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი ნენა . ნეტე შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“,- წერს გივიკო დიდია. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „სუსტი გოგოა, მაღალკისრიანი...“ - ნახეთ გივიკო დიდიას ოჯახის წევრების რეაქცი

დედის პირველი კომენტარი დაკარგული შვილის პოვნის შემდეგ - როგორია ბიჭის მდგომარეობა

„სასწრაფოდ გვჭირდება რეზუს უარყოფითი პირველი ჯგუფის სისხლი“ - 18 წლის გოგოს მშობიარობა გაურთულდა და კომაშია

რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე