ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება.
გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 2000-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.
''მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში.
"დენგე" ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.
''დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას", - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.
ასევე დაგაინტერესებთ: