სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველთათვის
1765390872
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყველა სახის პაემანი სრულიად უფასო გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ახალ პენიტენციურ კოდექსში იქნება ასახული.
„იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოამზადა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომლის ინიცირება პარლამენტში მოხდება. ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომელიც აქამდე არ ჰქონდა. ასევე, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო. დღეს, მაგალითად, 60 ლარის გადახდა უწევთ სრულწლოვანებს, არასრულწლოვანებს კი 30-ის. შესაბამისად, ეს იქნება საკმაოდ დიდი შეღავათი პატიმრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სიახლე აშშ-ში წასვლის მსურველთათვის
1765390872