დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ყველა დაღუპულის გადმოსვენება მთავრობის უშუალო ჩართულობით მოხდა, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები. ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო, თუ რა როლი აქვს ჩვენს მთავრობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართულები. ვგულისხმობ წინა შემთხვევებს, ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა.
ასევე ჩევნი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყო ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიებზე საომარ მოქმედებებში, აგვისტოს ომი იქნებოდა, თუ მანამდე აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში ომები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იყო ღირსეულად სამხედრო პატივით დაკრძალული. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.