მერაბ დვალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1727756195
კომპანია, რომელსაც ევალება თბილისის წყლით მომარაგება, სინამდვილეში, მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული,- ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, წყალმომარაგების კომპანია ქალაქის მოსახლეობის მიმართ ვალდებულებას არ ასრულებს და ისე იქცევა, როგორც თავად სურს. დეპუტატი მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, კომპანია დაიბაროს და მოსთხოვოს გეგმის წარდგენა, თუ რის გაკეთებას აპირებს მომდევნო წლების განმავლობაში.
,,ერთი დღე, ორი დღე, დღე-ნახევარი, ნახევარი დღე... შეტყობინებით, შეტყობინების გარეშე, ისე თიშავენ წყალს, თითქოს მართლა დევს ჰქონდეს დაპყრობილი. რამდენჯერ გადაიყიდა ეს კომპანია, ბოლოს ვინ იყიდა არ ვიცი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება და პატივისცემა ქალაქის მოსახლეობის მიმართ საერთოდ არ ჩანს ამ კომპანიისგან. მე, მაგალითად, თბილისის მერისგან რაიმე მობოდიშების მაგვარიც არ გამიგია. თბილისის საკრებულო, რასაც მე ვუყურებ, ყველაფერზე ლაპარაკობს თბილისის პრობლემების გარდა. ეს კომპანია ყველას გვიგდებს და ისე იქცევა, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ და მგონია, რომ ძალაუფლებით ერთობიან ამ კომპანიაში. ჩავხედე კანონში და რაც ვნახე არის ის, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია რომ არის, უზარმაზარი ხელფასები რომ აქვთ და რას აკეთებენ, ღმერთმა უწყის, მათ წინაშეა ანგარიშვალდებული. მინდა, ამ კომისიას მივმართო, დაიბარონ, დაგვენახონ მაინც ვინ არიან ეს ჩვენი მწამებლები და გვითხრან, რა გეგმა აქვთ ერთი წლის განმავლობაში, რა გეგმა აქვთ ხუთი წლის განმავლობაში, ან აქვთ თუ არა ნატამალი ანგარიშვალდებულების და პატივისცემის ქალაქის მოსახლეობის მიმართ. ხომ არ შეიძლება, ყოველ წამს მათ მესიჯს ველოდეთ ან უმესიჯოდ მივდიოდეთ სახლში და წყალი არ გვხვდებოდეს. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვფიქრობთ და გვყავს კომპანია, რომელიც უბრალოდ გვაწვალებს და შეურაცხყოფას გვაყენებს. პარლამენტში დარბოდნენ ვედროებით ცოტა ხნის წინ, აპარატმა დაგვირეკა და დავიშალეთ, წყალი არ გვექნებაო. პარლამენტი ვართ, აქ თითქოს რაღაც განყენებულ თემებზე ვსაუბრობთ და ვედროებით დავრბოდით ყველანი აქეთ-იქით. ეს ნორმალურია? ვინ არის ეს ხალხი, დაგვენახოთ, თუ არსებობენ საერთოდ ეს მაინც გავიგოთ. როგორ შეიძლება, ეს რაღაც ციხესიმაგრეში გამომწყვდეული ხალხი, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს მთელი ქალაქის მოსახლეობას. ნორმალურია ეს ამბავი? მარეგულირებელმა კომისიამ მაინც დაიბაროს და წინასწარ გვითხრან, რომ იბარებენ ამ ჩვენ მწვალებლებს, აუცილებლად მივალ და კითხვებს დავუსვამ, თვალებში ჩავხედავ და ვკითხავ, როგორ შეიძლება ასე იქცეოდეს რომელიმე თავმოყვარე და რამეზე პრეტენზიის მქონე კომპანია“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა