1728312638
„სასამართლოში წაგიყვან... პასუხს გაგებინებ...“ - თენგო ბასილაშვილი დოროყაშვილთან საუბარს იხსენებს
სასამართლოში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილი აძლევს ჩვენებას.
თენგო ბასილაშვილმა სასამართლოში ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ნიკოლოზ ბასილაშვილზე მუქარის ეპიზოდი გაიხსენა.
„2017 წლიდან უკვე დაიწყო ნიკოლოზმა დაშორებაზე საუბარი, ამის მიზეზი იყო, რომ ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო, ღალატს მაბრალებსო. სხვათა შორის ნეკას ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ვინმეს ღალატს რაში სჭირდება. ნიკას არ ვნახულობდი, წელიწადში ერთ კვირას თუ ვნახავდი.
მაშინ ნიკამ მეც მითხრა, რომ მემუქრებაო, სასამართლოში წაგიყვან, პასუხს გაგებინებ. ნიკამაც არ იცოდა რაზე ემუქრებოდა. თქვენ პასუხს აგებთ, თქვენ დედას გიტირებთ, დაგაჩოქებთ და მსგავსი სიტყვები... “, - თქვა თენგიზ ბასილაშვილმა.
Puff Diddy- ის დედა დუმილს არღვევს
1728297696