„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელსაც გამოძიება ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავება. ოზთურქი დღევანდელ სასამართლო სხდომას დისტანციური წესით დაესწრო. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
გალიფ ოზთურქმა მოსამართლეს მიმართა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.
„…ჩემი მიზანია დავეხმარო ქართველ ხალხს და გავაკეთო უკეთესი საქმეები, სახელმწიფო მოხელეების მხარდაჭერით გავაგრძელო ქველმოქმედება და ბიზნესსაქმიანობაც… საქართველოში დავაბანდე 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია… რატომ ხდება ეს, გაურკვეველია: მე ვარ დაპატიმრებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მე არ ჩამიდენია… არავისზე გაბრაზებული არ ვარ, არავის ცუდი თვალით არ ვუყურებ.
ბრინჯის წარმოების დაწყებას ვაპირებდი, ჭაობიანი ადგილებიც შევიძინე ამისთვის, შევისწავლეთ მიწის მონაცემები… იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდებოდა და ადგილობრივებიც დასაქმდებოდნენ… დღეს ამ ტერიტორიებსაც ყადაღა ადევს, პროკურატურას ვთხოვ, გადახედოს ამ საკითხს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. მინდა ოჯახთან და საქმესთან დამაბრუნოთ, არსად დამალვას და გაქცევას არ ვაპირებ“, – განაცხადა ოზთურქმა.