1757870206
ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების პირველი სესიის საკითხები ცნობილია

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
პირველი გამომსვლელები წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ. ათამდე გამოკითხული აბიტურიენტის ინფორმაციით: პროგრამული ნაწილიდან წერით დავალებად მოვიდა ვაჟა-ფშაველას “ჩემი ვედრება”, ხოლო არაპროგრამულიდან გურამ რჩეულიშვილის “ასვლა”.
თბილისის 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ანა არჩეულ თემას და თეზის ასე იხსენებს:
„დავწერე გურამ რჩეულიშვილის “ასვლა”, საინტერესო და მარტივად გასააზრებელი ტექსტი იყო, თეზისი იყო: “სიყვარული საქმისადმი ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს”. ვფიქრობ, ადვილი ვარიანტი შემხვდა, კმაყოფილი ვარ, რედაქტირებაშიც სტანდარტული შეცდომები იყო”.
აბიტურიენტების თქმით, რედაქტირების დავალებაში ტექსტი ფეხბურთზე იყო, კონკრეტულად კი ფეხბურთის ფედერაციაზე.