„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ნავიდ ჰანიფს შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, ასევე პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
პაატა სალიამ ნავიდ ჰანიფს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო და ხაზი გაუსვა ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ გენერალური მდივნის წარმომადგენელი მიიწვია გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელიც 2026 წელს, იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში გაიმართება.