„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის 8 თვით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ სასამართლოში მას შემდეგ განუცხადა, რაც დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს 8 თვიანი პატიმრობა მიესაჯა და ამასთან ერთად, 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
რაც შეეხება იმას, თუ როდის უნდა დააკავონ მამუკა ხაზარაძე, რადგანაც უკვე განაჩენი გამოცხადებულია, როგორც ადვოკატმა განმარტა, განაჩენი შესულია ძალაში და აღნიშნულ განაჩენს შესაბამისი იურიდიული უწყებები აღასრულებენ.
„სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მითუმეტეს პატიმრობას მაშინ, როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სარჩელსაც. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და ის აუცილებლად გასაჩივრდება.
[სასჯელის] 6 თვე არის უმცირესი ვადა კანონის მუხლით, ერთ წლამდე არის მუხლი და შუაში აირჩია მოსამართლემ.
განაჩენი გასაჩივრდება. საქართველოში რაც არის, ყველა ინსტანციის სასამართლოში რესურსი ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწუროთ, დანარჩენი ვნახოთ“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.