მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით მიმართა, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" უწყებაში განუცხადეს.
"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - განაცხადეს უწყებაში.