განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1740584957
ახალი კვლევის მიხედვით, იოგურტის კვირაში ორჯერ მიღება ნაწლავების ზოგიერთი ტიპის კიბოს რისკს ამცირებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოგურტი და მასში არსებული ცოცხალი ბაქტერიები სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის. კვლევები ამ სარგებლის ზუსტ ეფექტზე და დროის ფაქტორზე ერთიან პოზიციას ვერ აყალიბებდა. ეს ახალი ანალიზი ამ გაურკვევლობას ნაწილობრივ ნათელს ჰფენს.
ნაწლავის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კიბოს მესამე, და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია. ეპიდემიოლოგებმა იოგურტის მოხმარებასა და მსხვილი ნაწლავის კიბოს საერთო შემთხვევებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს. მეორე მხრივ, მეცნიერებმა კოლორექტალური კიბოს შემთხვევები ქვეტიპებად დაყვეს და მათ მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს. შედეგები ემთხვევა რამდენიმე სხვა კვლევას, რომლებიც იოგურტის კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს ეხება.
"ჩვენი კვლევა უნიკალურ მტკიცებულებებს გვაწვდის იოგურტის პოტენციური სარგებლობის შესახებ", — ამბობს შუჯი ოგინო, ქალთა საავადმყოფოსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი. — "ჩვენი ჯგუფი საქმეს ისე უდგება, რომ ტრადიციული კავშირების ანალიზი შევცვალოთ და უფრო კონკრეტული დაკვირვება გავაკეთოთ დიეტისა და ქსოვილის ცვლილებების ურთიერთობაზე. ამ ტიპის მიდგომა, ჯანმრთელობასა და დიეტას შორის კავშირის გავლების გაძლიერებაში დაგვეხმარება".
მეცნიერებმა 87 000 ქალისა და 45 000-მდე კაცის ცხოვრების (ჯანმრთელობის) სტილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეისწავლეს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ორჯერ ან მეტჯერ მიირთმევდნენ იოგურტს, 20%-ით ნაკლებად უდგინდებოდათ ბიფიდობაქტერია — დადებითი სიმსივნის დიაგნოზი, ვიდრე მათ, ვინც თვეში ერთ ან ნაკლებ პორციას მიირთმევდნენ. ეს განსაკუთრებით ნაწლავების ზედა ნაწილში გაჩენილ სიმსივნეებთან იყო დაკავშირებული.
ბიფიდობაქტერიები ფართოდ გვხვდება ადამიანის ნაწლავებში და იოგურტში, თუმცა მსხვილი ნაწლავის კიბოს 30%-ში ეს ბაქტერია სიმსივნის ქსოვილშია ჩაშენებული და ხშირად უკავშირდება კიბოს უფრო აგრესიულ ფორმას.
ბიფიდობაქტერია, როგორც ჩანს, სიმსივნის დაბალ-ჟანგბადიან გარემოში კარგად ვითარდება, ხოლო მისი არსებობა გარკვეულ კოლონიურ სიმსივნეებში იმაზე მეტყველებს, რომ ბაქტერია ნაწლავის ბარიერის გავლით ქსოვილში უფრო სწრაფად იჭრება, ვიდრე ჩვეულებრივ.
უცნაურია, მაგრამ უფრო მეტი ბიფიდობაქტერიის მიღებამ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესის პრევენციას შეუწყოს ხელი. კვლევები მიუთითებს, რომ ეს ბაქტერია ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელ თვისებებს ფლობს, რაც ნაწლავის მიკრობიომის სტაბილურობაზე და ნაწლავის ნახევრად-გავლენად ბარიერზე შეიძლება აისახოს.
"ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ იოგურტის მოხმარებას შესაძლოა ნაწლავების კიბოსგან დამცავი ეფექტი ჰქონდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ნაწლავის ბარიერი დაზიანებულია", — წერენ მკვლევრები — "მომავალი კვლევები საჭიროა იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქმედებს იოგურტის ხანგრძლივი მოხმარება ნაწლავის კიბოს განვითარებაზე და რა მექანიზმებით ახდენს ამ პროცესზე გავლენას".
პროქსიმალური ნაწლავის კიბოს (ნაწლავის ზედა ნაწილის სიმსივნე) გადარჩენის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე დისტალური ნაწლავის კიბოს (ქვედა ნაწლავის სიმსივნე), და ამ ტიპის შემთხვევები მთელ მსოფლიოში მატულობს. იდეა, რომ საკვებმა შესაძლოა პრევენციული მედიცინის როლი შეასრულოს, უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.
2021 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ფერმენტირებული საკვები, მათ შორის იოგურტი, ჯანმრთელ ადამიანებში მიკრობიომისა და იმუნური სისტემის ფორმირებაზე ახდენს გავლენას.
"ჩვენი ნაშრომი აჩენს მზარდ მტკიცებულებებს, რომლებიც დიეტას, ნაწლავის მიკრობიომს და კოლორექტალური კიბოს რისკს შორის კავშირს ემხრობა",— აცხადებს ენდრიუ ჩანი, მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი. — "ეს კვლევა გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას გავიგოთ, რა სპეციფიკურ როლს თამაშობს ეს ფაქტორები ნაწლავის კიბოს რისკში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში".