საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ჯი

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გუშინდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არსებობდა დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ადვოკატები გირაოსა და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის გამოყენების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის წინადადება გაითვალისწინა.