ზოდიაქოს სამ ნიშანს ხვალ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი ელის
1731180748
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (1995 წელს დაბადებული ი.ფ.) დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის 1-ლი და 18-260- ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ხობში უკრაინის მოქალაქე დააკავა
„არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა...“ - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს