პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გადამხდარ ამბავზე წერს, რა დროსაც „ბასლაინზე“ მიმავალმა მანქანამ, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობდა, კინაღამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
„გუშინ, ყაზბეგზე, ყოფილ პავლოვზე, ზებრაზე ვიდექით 7 ადამიანი, წინ ორი ქალი ჩემი ჩათვლით, ორი ბიჭი და ჩვენს უკან ორი ქალი და ერთი გოგო. ბასლაინზე შავი მერსედეს კვადრატით არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ. ოღონდ ისეთი სიჩქარით, რომ ოდნავ რომ საჭე გაქცეოდა, წინა რიგში მდგარ ოთხ ადამიანს ნაფლეთებად გვაქცევდა და ცოტა მეტად რომ საჭე გაქცეოდა, შვიდივეს მოგვკლავდა. ჩაიქროლა და უცებ ჩვენ შვიდივეს ერთხმად აღმოგვხდა - ვაი შე ყ*ეეო ....
წამებშივე მოვედით გონს, გადავხედეთ ერთმანეთს და "ბოდიში, უკაცრავად", ქალი, კაცი, ბაღანა ერთმანეთს უხერხული ღიმილით ბოდიშებს ვუხდიდით. გადავიღალე ამდენი ბოდიშით, ხოდა, ჩენ ვართ ანსამბლი შვიდკაცა და ეს სიმღერა სამღერი იყო დებო და ძმებო, მეუთხარი, რაზეც თანხმობა მივიღე ანსამბლის ყველა წევრისგან. რადგან გადავრჩით, ვიცინეთ კიდეც, სხვა რა გზა იყო.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მაგ ვიღაც ქაჯს, დიდი ალბათობით თქვენ არავინ დაგასჯევინებთ, ჯარიმის ფულიც ვედროებით ექნება, არ ინერვიულებს, მაგრამ შე ყვაილოთქო, ჩვენგან კიდევ ერთხელ ეგ მაინც გადაეცით, კამერებში თუ ნახავთ.
გადაეცით, გადაეცით, თქვენ არ დაგსჯიან, უსაფრთხოა - ასე უთხარით, ჩვენ კი არათქო, ისინითქო, გადარჩენილები გითვლიანთქო“,- ნათია ფანჯიკიძე.