პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ანკარა ევროკავშირთან ურთიერთობას გაწყვეტს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ევროკავშირი ცდილობს თურქეთისგან დაშორებას. ჩვენ შევაფასებთ ამ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გავწყვიტოთ ურთიერთობა“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე.
მანამდე კი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ანგარიში შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
ინფორმაციისთვის, თურქეთი 24 წელია ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატია, მაგრამ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ბოლო წლების განმავლობაში შეფერხდა.