„სოფლის ტრაგედია ხარ პატარა ანგელოზო“ - სამეგრელოში 4 წლის ლაზარეს გლოვობენ
1753879509
სანქტ-პეტერბურგში წარმოშობით ქართველი 15 წლის რეპერი Baby Melo (გოგა მელაძე) კონცერტის შემდეგ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 იანვარს პოლიციამ მიიღო საჩივარი, რომ "გიგანტ ჰოლში" არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, საუბრობდნენ ხმამაღლა და უხამსად.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულია 15-18 წლის 23 პირი. მათ აკრძალულ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას, არასრულწლოვანთა მიერ ინტოქსიკაციას, ალკოჰოლური და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების მოხმარებისა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან.
გამოკითხვის შემდეგ ყველა მოზარდი მშობლებს გადასცეს. ერთ-ერთზე არავინ მისულა და არასრულწლოვანთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ბათუმის სავაჭრო ცენტრებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
VIDEO: „მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე სახლში“ - თედო ბექაურის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია